ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა

ამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.ცნობილია, რომ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

“მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს ვიზიტი სპეციფიკურია ჩემთვის. მე ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ეს იქნება ჩემი ფინალური ვიზიტი ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ნოსტალგიურმა განწყობამ ჩამომიყვანა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ შევუწყო ხელი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას. ძალიან ბევრ თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის, რეფორმების პროცესზე, ნატოს მოახლოებულ სამიტზე, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ამიტომ, მოუთმენლად ველი შეხვედრებს, რომლებსაც მომდევნო 3 დღის განმავლობაში გავმართავ”, – განაცხადა აპატურაიმ “ქრონიკასთან” საუბრისას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.