ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995 წელს გადაიღეს. მაშინ მსახიობი 26 წლის იყო. ფოტოს ავტორი მარკ სელიგერია. კადრს ვულგარულს ან მეტისმეტად შიშველს ნამდვილად ვერ დაარქმევთ – ყველა ინტიმური ადგილი დაფარულია.

“ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მარკ სელიგერმა აუქციონზე 25  პორტრეტი გამოფინა, მათ შორის არის ჩემიც. გაყიდვიდან შემოსული თანხის 100%  ორგანიზაციაში გადაირიცხება, რომელიც ქვეყანაში ხელმოკლე ადამიანების კორონავირუსზე უფასო ტესტირებას ატარებს და მკურნალობას უზრუნველყოფს“– ამბობს ჯენიფერ ენისტონი.

ლოტის საწყისი ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ფოტოს ყიდვის მსურველი უკვე ბევრია.ენისტონის ფოტოს გარდა ფოტოგრაფს გასაყიდად გამოაქვს ლეონარდო დი კაპრიოს, ბილი აილიშის, სნუპ დოგის და სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები.