ჯერჯერობით სადღაც შუა გზაში ვართ, იმედია ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა – მაკო გომური

” ჯერჯერობით სადღაც შუა გზაში ვართ, იმედია ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა”- 20 ივნისის გავრილოვის ღამეს, სპეცრაზმელის ტყვიით დაშავებულ მაკო გომური კიდევ ერთხელ იხსენებს წელიწადნახევრის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ იმ დღის შემდგ არა მხოლოდ მისი ცხოვრება, მთლიანად ქვეყანა შეიცვალა.

”ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იქ რომ არ მივსულიყავი და ესეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობ ხოლმე იმიტომ რომ რაც მოხდა, მოხდა. ერთი ის ვიცი, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, მთლიანად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასასრული უნდა ჰქონდეს ამ ახალ ეტაპს და მერე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ჯერჯერობით სადღაც შუა გზაში ვართ და იმედია ბოლოს მაგ სიტყვებს ვიტყვი”- ამბობს მაკო გომური