ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, მაგრამ აღარ განვითარდა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს რომ, კორონავირუსის ჯონსონთან და მოდერნას ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი დაიწყო თუმცა ვერ განვითარდა. მიზეზად გაბუნია საქართველოსთვის მიუღებელ პირობებსა და ფასს ასახელებს.

„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს სინოფარმთან, სინოვაკთან და ფაიზერთან. რაც შეეხება ჯონსონს და ჯონსნოს და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები მოდერნასთან და ჯონსონთან და ჯონსონთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია”. – თქვა გაბუნიამ.