ჯულიეტა ვაშაყმაძე დაკრძალეს

ჯულიეტა ვაშაყმაძე დღეს დაკრძალეს.  ქართული ტელევიზიის ლეგენდა 87 წლის ასაკში, 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო, ტელევიზიის დიქტორი, კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული,  საბავშვო და  თეატრალური გადაცემების ავტორი და წამყვანი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.