ჰაიტიში შეიარაღებულმა ჯგუფმა მინიმუმ 15 ამერიკელი მისიონერი გაიტაცა

ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსთან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელ ქრისტიანთა მისიონერების ჯგუფი, მათ შორის, მათი ოჯახის წევრები და ბავშვები გაიტაცეს.

BBC-ის ცნობით, ჰაიტის თავდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ობოლ ბავშვთა სახლში სტუმრობის შემდეგ, მინიმუმ 15 ადამიანი ჩამოიყვანეს ავტობუსიდან და გაიტაცეს.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.

ცნობისთივს, ჰაიტი მსოფლიოში გატაცებათა რიცხვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით 600–ზე მეტი გატაცების ფაქტი მოხდა, რაც წინა წლის იმავე მონაცემს თითქმის 3-ჯერ აღემატება.