“​მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკავოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე.

რაც შეეხება ახალ შტამს, წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ უნდა იყოს დაკვირვება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.