“ჰუავეიზე გადავედი” – ზურაბ ჯაფარიძე სინოფარმით აიცრა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Facebook–ზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ჰუავეიზე გადავედი”.

ცნობისთვის, სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში გუშინ, 4 მაისს დაიწყო. მას ჯერჯერობით არ მიუღია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.