1 აპრილიდან კინოთეატრები გაიხსნება

1 აპრილიდან კინოთეატრები გაიხსნება.  ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.