1 არ უდრის 3-ს, 4 არ უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის იბრძვიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, მხოლოდ საკუთარი პრივილეგიები, სკამები და შემოსავლები აინტერესებთ.

“დღეს აქ დგას, როგორც არასდროს, გაერთიანებული ბევრი პარტია. დღეს აქ დგას გაერთიანებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველოსთან ერთად”, – ამბობს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ოლიგარქს არ უდრის.

“ივანიშვილისთვის, “ქართული ოცნებისთვის”, ჟვანიასთვის თქვენ ხართ რიცხვები. რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს. 1=3, 4=9, აი ეს ხართ თქვენ “ქართული ოცნებისთვის”, მთელი ქართველი ხალხი. მაგრამ 1≠3, 4≠9 და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.