1 სექტემბრიდან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ჩვენი ტერიტორია გავათავისუფლეთ–ზელენსკი

1 სექტემბრიდან უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.

“თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, რომლებიც კვლავ გრძელდება, ჩვენმა გმირებმა უკვე ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. და დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა, არის ახალი შედეგები. სულ 1 სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიების ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ“–თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლობა უთხრა ყველა მებრძოლს, ვინც ფრონტზე ბრძოლებში და რუსების ზურგში ოპერაციებში მონაწილეობს.

“ჩვენი მიწის გათავისუფლება–ეს ყველას დამსახურებაა, ვინც ზუსტად და დროულად ასრულებს თავდაცვის საყოველთაო ჩანაფიქრს“–თქვა მან.