H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით პეტიცია შეიქმნა


{{ARTICLEIMAGE}}7 იანვარს მოქალაქე გიორგი ქოქიაშვილმა შექმნა პეტიცია H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით. მოქალაქე პეტიციაში მოითხოვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,პრევენციის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ.პეტიციას უკვე 5798 ადამიანმა მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას, ლაბორატორიულად დღეისათვის დადასტურებულია გრიპის ვირუსის 162შემთხვევა.

“ეპიდემიის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხდება ასობით და ათასობით ადამიანის ერთმანეთთან ახლო კონტაქტში შესვლა, ფაქტობრივად მინიმალურ დონეზეა ალბათობა იმისა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს და ფართომასშტაბიანი არ გახდეს. შესაბამისად, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა, უნდა გაითვალისწინონ 5 ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნა, რომელთა რიცხვიც ყოველ წუთს იმატებს, დროულად უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება და შეაჩერონ სასწავლო პროცესი არამხოლოდ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც, ვინაიდან, ჩვენ, სტუდენტები, ამ ქვეყნის ისეთივე სრულუფლებიანი მაცხოვრებლები ვართ, როგორიც საბავშვო ბაღისა და სკოლის აღსაზრდებელი. გვიწევს იმ გარემოში ყოფნა, როგორშიც მათ. შესაბამისად, ვიტოვებ იმედს, რომ ორივე ორგანო, მოსახლეობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაითვალისწინებს მოთხოვნას და დაითხოვენ სამივე სასწავლებლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთი სასწავლო დაწესებულება მაინც დარჩება ფუნქციონირებადი, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ყველას მოთხოვნა”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი ქოქიაშვილმა.