10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ – სააკაშვილი

“პოლიციის მინისტრი ამბობს, 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ  “-საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკში მომხდარი თავდასხმას ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით,  ხელისუფლებას სურვილი, რომ ჰქონოდა, ძალიან მარტივად დააკავებდა.

“პოლიციის მინისტრი ამბობს, რომ 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, ეს ნიშნავს იმას, რომ ვეუბნებით, მიდით და მოითხოვეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ, მიდით დახვდით სადარბაზოში, ჩამოგლიჯეთ კისრიდან კულონები. შევარდით წაართვით, დააუთავეთ, აი ეს არის პირდაპირი მისი სიტყვიდან, რომ მოეთხოვა კრიმინალს, ათივეს მივცემდით, ითარგმნება ეს მასობრივად მოდებულ კრიმინალის ენაზე, ზუსტად ამ სიტყვებით. მე დარწმუნებული ვარ ეს კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია, თუ აქვთ სურვილი შეუძლიათ დღესვე დაიჭირონ, ხვალვე დაიჭირონ, თუმცა, ფულის ამოღება ბევრად უფრო რთული იქნება”, -განაცხადა  მიხეილ სააკაშვილი