10 წლის წინ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო – მაკფოლი

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ეხმიანება The Heritage Foundation-ის, ლუკ კოფის განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ დაუჯერებელია, საქართველო სამიტზე არც ბაიდენმა ახსენა და არც პუტინმა.

მაკფოლის თქმით, 10 წლის წინ ბაიდენ-პუტინის შეხვედრისას საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა კი ოკუპაციას არავინ განიხილავს.

„აი, რა ხდება, როდესაც დასავლეთში წარსულს ივიწყებენ და ფოკუსირებულები არიან მხოლოდ მომავალზე. 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმის მსგავსი ბედის გამო. ნურასდროს დაივიწყებ!“ – წერს მაკფოლი.