{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა. Newsreport.ge გთავაზობთ გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან:
მოსამართლეების სიაზე: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, მე არ ვარ პირადი პირი, პრეზიდენტი ვარ.
კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვის საპასუხოდ: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.
ვალდებულია თუ არა, დააფიქსიროს პოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე, რადგან “ოცნების” დამსახურებით მოვიდა ხელისუფლებაში: არც ერთი გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ვარ – ეს ხალხის დამსახურებაა.
მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე: ომის პირას არ ვართ, მოვედი იმ იმედით, რომ ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი; იმედია, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება.
ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს – ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია.
საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე: არსად ტარდება იდეალური არჩევნები.
უკრაინისთვის ავტოკეფალიის მოპოვების არმილოცვაზე: არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.
ნარკოპოლიტიკასა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე: ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე.
აპირებს თუ არა ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა: ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი.
ახალი საზოგადოებრივი ფონდის შექმნაზე: ფონდში გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას.