100%-იან გარანტიას ვაძლევ გახარიას, რომ უკან დახევა არ იქნება – ნიკა მელია

“100%-იან გარანტიას ვაძლევ გახარიას, რომ უკან დახევა არ იქნება”- ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პრემიერს გარანტიას აძლევს რომ ოპოზიციის მხრიდან უკან დახევა არ იქნება.

“100%-იან გარანტიას ვაძლევ გახარიას, რომ უკან დახევა არ იქნება იმიტომ, რომ სიმართლე არის ახლა ისტორიის სწორ მხარეს და ისტორიის სწორი მხარე არის იქ, სადაც ხალხია და არა იქ, სადაც ბატონი კობახიძეა და ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი, შალვა რამიშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ამათ რა უნდათ, რომ მოვლენ, სილას გააწნიან საზოგადოებას, რასაც უნდა იმას გააკეთებენ და მერე გამოვიდეს კობახიძე, მოდულთან ჩაატაროს ბრიფინგი და არანორმალური ბრალდება გაახმოვანოს”, – განაცხადა მელიამ.