“ასე დაიფშვნება სუსი” – უსაფრთხოების სამსახურთან “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრები დააკავეს

სუს-ის შენობასთან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ჩელე ყურუა სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს.

დაპირისპირება სამართალდცავენსა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა უწყების შენობასთან ვიდეო- პერფორმანსისთვის მანქანა მიიყვანეს, რომელიც დალეწეს იმის სიმბოლოდ თუ როგორ “დაიფშვნება სუს-ი” მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება.