105 213 ლარის შემოწირულობა 48 დღეში – ვინ აფინანსებს გახარიას პარტიას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში 105 213 ლარი შესწირეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გახარიას პარტია 12-მა ადამიანმა დააფინანსა, მათ შორის პარტიის პოლიტიკოსმა წევრებმა.

შემომწირველების სია ასეთია:

  • ალექსანდრე მოწერელია — 25 000 ლარი;
  • გიორგი ხოჯევანიშვილი — 25 000 ლარი;
  • ნიკოლოზ ბარამაშვილი — 24 195 ლარი;
  • გიორგი ჭანტურია — 8 545 ლარი;
  • გიორგი გოგუაძე — 5 000 ლარი;
  • ანა ბუჩუკური — 5 000 ლარი;
  • ედიშერ გორგილაძე — 4 000 ლარი;
  • დავით ფარცვანია — 2 125 ლარი;
  • ერასტი ელიჯარაშვილი — 2 100 ლარი;
  • სოფიო მდინარაძე – 1 248 ლარი;
  • აკაკი გვიანიძე — 1 800 ლარი;
  • ტატო ედიშერაშვილი — 1 200 ლარი.