მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი ძალადობის კადრები პენიტენციური სამსახურის ვიდეოში ამოჭრილია.
მისი თქმით, რაც კადრებში ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ვაჟა-ფშაველას სიტყვებით, “არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა”.
“ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმისა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – “არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა”. ზუსტად ეგრე იყო.
ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, ქართულ ოცნებას მივმართავ”. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ, არწივი არის მიხეილ სააკაშვილი”,- ამბობს ნიკა გვარამია ციხეში შესვლამდე.















