11 ათას ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის – დავითულიანი

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ნიკა მელიაზე ამბობს, რომ ევროკავშირისთვის 11 ათას ევროიანი პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარი არ არის.

მისი თქმით, მელიას შეუძლია ეს თანხა გადაიხადოს და გამოვიდეს.

“იყო გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა ევროკავშირის პოზიცია და თქვა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. პოლიტპატიმრები რომ არ გვყავს ქვეყანაში ეს არის ფაქტი, ვინაიდან, იმას, ვისაც დღეს პოლიტპატიმარს უწოდებს ოპოზიცია, შეუძლია 11 000 გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის”,– განაცადა დავითულიანმა.