11 მარტი: გამოვლინდა COVID-19-ის 395 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 310 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

11 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 274 045;
  • გამოჯანმრთელებულია – 267 421;
  • გარდაცვლილია – 3 622;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24 594, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –  15 065 PCR ტესტით – 9 529
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,61%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,83%;
  • კარანტინის რეჟიმში – 252
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 324
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 133