ძვირადღირებული ტარხუნას ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა. “აგროჰაბში” ამბობენ, რომ ერთი კგ ტარხუნას ფასი 115 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტ “აგროჰაბში” 1 კილოგრამი ტარხუნა გასული წლის იანვარში 99 ლარი ღირდა. 100 გრამის ღირებულება შესაბამისად 9 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა.