12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,41% იყო — ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19,41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2016 წელს, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 19,81% იყო, ანუ 695 948 ამომრჩეველი.

ცესკოსვე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს — (28,3%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში — (17,9%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში.