13-14 აგვისტოს მეტროსადგურ “დიდუბიდან” “სადგურის მოედნამდე” მატარებლები არ იმოძრავებენ

13-14 აგვისტოს მეტროსადგურ “დიდუბიდან” “სადგურის მოედნამდე” მატარებლები არ იმოძრავებენ – მიზეზი, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოების დაწყებაა.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“.