14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.

ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

• შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება”,- განაცხადა ღიბრაძემ.

ბრიტანეთი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლის ამოსაცნობად და ბაზარზე დასაბლოკად სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის

სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბრიტანეთის მეთაურობით დაიწყო ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება...

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის...

Bloomberg:რუსეთმა 1918 წლიდან პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

წუხელ რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საგარეო ვალის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რომელიც...

ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რაზე ილაპარაკეს მაკრონმა და პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს...

რუსეთი გეგმავს ბელორუსს Iskander M-ი მიაწოდოს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია – 26 ივნისის...

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 26 ივნისს განვითარებულ...

პუტინმა თათბირზე ლიეტუვას წინააღმდეგ ომის დაწყება განიხილა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა ლიეტუვასთან გამწვავებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ე.წ. კალინინგრადის ბლოკადის გამო. შეხვედრაზე სავარაუდოდ...

“პიჯაკით თუ შიშველი ტორსით ცხენზე?“–დიდი შვიდეულის ლიდერებმა პუტინის მაჩოიზმს დასცინეს

დიდი შვიდეულის სამიტის პირველ დღეს, სადილის დროს მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ცნობილი ფოტოები გაიხსენეს –...

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...