14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო “პატრიოტთა ალიანსის” გორის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით “პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს.არასრულწლოვანი გოგოს მშობლის ინფორმაციით, 24 წლის კაცს გოგონასთან უხამსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. შსს-მ მინაწერების შესახებ დედისგან გაიგო. ამ დროისთვის, ბრალდებული უკვე დაკავებულია, ადვოკატი კი აცხადებს რომ მიმწოერა რომელიც საქმეში დევს მხოლოდ სასიყვარულო ხასიათისაა.

“მიმოწერა, რომელიც საქმეშია, სუფთა სათუთი მიმოწერაა ორ ადამიანს შორის. შესაძლებელია ადამიანი სკოლის მერხიდან გიყვარდეს, 0 კლასიდან, როცა ჯერ ბავშვები ხართ. ბრალს არ აღიარებს და იმედი მაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება საქმის არსებითად განხილვის დროს”,-ამბობს თამარ თედლიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

დანაშაული სასჯელის ზომად, 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.