16 ბავშვი დაიღუპა, რუსი ჯარისკაცები ტერორისტები არიან – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, უკრაინაში, ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსი აგრესორების შედეგად თავდასხმის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა. ის რუს არმიას ტერორისტებს უწოდებს.

“მეოთხე დღეა… დღედაღამ მიმდინარეობს დაჭრილების გადარჩენის ოპერაციები, ვცდილობთ მათი სიცოცხლის გადარჩენას. ბავშვებსაც ვუკეთებთ ოპერაციებს. სამწუხაროდ, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს არის იმის შედეგი, რომ რუსული არმია, რომელსაც არმია არ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან არმია არ ესვრის ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს – ტერორისტები ესვრიან მათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის ჯარი – ტერორისტები არიან”,– ამბობს მინისტრი უკრაინული მედიის ცნობით.