17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.
ქართული ოცნების დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი 12 წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი ქოცი მინისტრები და პრემიერმინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.