17 ივნისს ევროკომისია უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებს

17 ივნისს ევროკომისია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია, ევროკომისიის სპიკერ ერიკ მამერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრესაში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიამ გუშინ არაფერი გადაწყვიტა, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამერმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.