18 მაისს საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი ჩამოვა

18 მაისს საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი, შოლეტ დერეკი ჩამოვა. შოლეტ დერეკი საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ენტონი ბლინკენის მრჩეველი საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა. ის მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. განსახილველი თემა საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში რუსეთის ომი და ევროატლანტიკური მომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.