18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა  .

კანადური პრესა აღნიშნავს, რომ გოგონამ თავისი ასაკისთვის უჩვეულო რაციონალურობა გამოიჩინა და მაშინვე მამას მიმართა, რომელიც ფინანსების მართვის მენეჯერად უშაობს.

ჯულიეტის თქმით, სწორედ მან ურჩია ქალიშვილს ლატარიის ბილეთის შევსება.

მისი თქმით, თავის დაკარგვას არ აპირებს და კაპიტალის სწორად მართვა სურს.

“ვტიროდი. რა თქმა უნდა, ეს იყო ბედნიერების ცრემლები. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველი ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი გავარტყი”, – განუცხადა ჯულიეტმა ჟურნალისტებს.

მან თქვა, რომ დაავიწყდა კიდევაც, რომ  ბილეთი შეავსო, სანამ ახალ ამბებში არ მოისმინა, რომ  ვიღაცამ მისი მშობლიური ქალაქიდან, ონტარიოდან 7 იანვარს ჯეკპოტი მოიგო.

სამსახურში ყოფნისას ის   მობილური ლატარიის აპლიკაციაში შევიდა და როგორც თვითონ ამბობს, ეკრანზე  აინთო “გამარჯვებული”.

კოლეგები სიხარულისგან ხმამაღლა ყვიროდნენ და ულოცავდნენ.

უფროსმა ნება მისცა სახლში ადრე წასულიყო, მაგრამ დედამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ჯულიეტა ცვლის ბოლომდე დარჩენილიყო და ყველა ვალდებულება შეესრულებინა.

ჯულიეტა აპირებს ფულის ნაწილი  განათლებაში ჩადოს და ექიმის პროფესიას დაეუფლოს. ის ყოველთვის ოცნებობდა ამაზე, მაგრამ სწავლა  გრანტების ან ფულადი სესხების მოძიებას მოითხოვდა.

ჯერჯერობით ფიქრობს, რომ თავის ქალაქში დარჩება და იმ საზოგადოების საკეთილდღეოდ იმუშავებს, რომელშიც გაიზარდა.

თანხის ნაწილის დახარჯვას სიამოვნებისთვის გეგმავს სკოლის დამთავრების შემდეგ (კანადაში სტუდენტები 17-18 წლამდე სწავლობენ).

“როგორც კი სკოლას დავამთავრებ, მე და ჩემი ოჯახი ავირჩევთ ნებისმიერ კონტინენტს და წავალთ მის დასათვალიერებლად. მსურს მოვინახულო სხვადასხვა ქვეყნები, გავიცნო მათი ისტორია და კულტურა, დავაგემოვნო მათი საკვები და მოვუსმინო მათ ენებს”, – ამბობს ჯულიეტ ლამური.

“ფული არ განსაზღვრავს ადამიანს,  ადამიანს განსაზღვრავს ის, თუ რას აკეთებს ცხოვრებაში“ – ამბობს ის.