თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით – უილსონი

“თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით “, – ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში აღწერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თეირანის მიმართ, და პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკას. „ქართული ოცნების“ მარიონეტი პრემიერ-მინისტრი 2024 წელს ირანში ორჯერ იმყოფებოდა და „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იდგა. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თანაგრძნობა გამოხატა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული ირანელი ტერორისტების მიმართ. ახლახან, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ სამძიმარი გამოთქვა ირანის უზენაესი მასობრივი მკვლელის, ხამენეის სიკვდილის გამო.[…] ქართველი ხალხი ომის დამნაშავე პუტინის მიერ გაყალბებულ არჩევნებს არ იმსახურებს, რომელიც თავის მაფიოზ თანამზრახველებს ხელისუფლებაში ნიშნავს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – თქვა უილსონმა.