უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს – სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის ზრდაზე

“უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს ” – ივანიშვილის დეპუტატი, რეჟიმის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი სოზარ სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.

“კანონი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, უფრო მაინც ამკრძალავია და არა შემზღუდავი. თითქოს, შემზღუდავი ჰქვია, მაგრამ ისეთი გადასახადი შემოგვაქვს, რომელიც უფრო ამკრძალავი ხდება. ჩვენ იმ მოქალაქეების მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ, რომელთა მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია […]

თბილისში ვცხოვრობთ და გამონაბოლქვი და სმოგი ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არაა. მაგალითად, ჩემს სოფელში სოფლის დასაწყისში პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე 11 კილომეტრია – 10 კილომეტრია უახლოეს სოფლამდე და 80 კილომეტრია მუნიციპალურ ცენტრამდე. შეგვიძლია იგივე ვთქვათ შუაფხოდან ან შატილიდან დუშეთში წამოსვლაზე. ყველა მუნიციპალიტეტი დაახლოებით ერთი და იგივე მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად მოწესრიგებული არ არის, რომ ადამიანებს შეეძლოთ მაქანაზე უარი თქვან. მანქანა სჭირდებათ და უამრავი ადამიანი მართლა ვერ ყიდულობს, მართლა ვერ შეწვდება ცოტა გაძვირებულ ავტოტრანსპორტს. ამიტომ, დიფერენცირებულ გადასახადს გთავაზობთ, რომელიც 1 წლით დაძველებულ მანქანაზე ნელ-ნელა გაიზრდება”. – თქვა სუბარმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საკითხს I მოსმენით განიხილეს.