თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება.















