პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი.. შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც – ტრამპი
გაზეთ The News York Post-თან ინტერვიუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის.
“ადგილზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი. შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, არ ვიცი. ეს უსაფრთხოების საკითხია,” – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წარმომადგენლების პირისპირ მოლაპარაკებები “ძალიან მალე” გაიმართება.