9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

“მოსამართლე ცეკვავამ, წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში.” – წერს ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე არევაძე წერდა, რომ “გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამაკაცი შ. ო. შესახლებული იყო იზოლატორში, დილიდან წაყვანილია სასამართლოში.”

მოქალაქე შოთა ოდიშვილი, გუშინ 9 აპრილის მემორიალთან, პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ბიძინა ივანიშვილი “პიდ***სტ ნაბი*ვრად” მოიხსენია.