საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში მივემართები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული წუხილები”, წერს ო’ფლაერტი პლატფორმა X-ზე.
ევროსაბჭოსს ადამიანის უფლებათა კომისრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ვიზიტი 14-15 აპრილს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე, “მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაზე მომიტინგეების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო”.
ო’ფლაერტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც.















