“გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.[…] იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს – ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ – მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს”

განაცხადა, კახა კალაძემ საკადრო ცვლილებებზე.