2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება

საქართველოში 2 აპრილს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში – საკრებულოს მაჟორიტარს. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.