2 წლამდე ბავშვი, რომელიც რუსთავში მე-7 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

რუსთავში, მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლამდე ბავშვი კლინიკა “რუსთავში” გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში უბედური შემთხვევა დილით მოხდა, ბავაშვი მეშვიდე სართულის აივნიდან გადმოვარდა.