20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.