“ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. ეს არის რეალობა“,

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ,  ევროპელ პარტნიორებს ე.წ. მეგობრები უწოდა და 2008 წლის ომის დროს, უმოქმედობაში  ადანაშაულებს.