შეასრულოს რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – პრაისი

“მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – აცხადებს,აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით.

“13 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. რუსეთს ახლაც საქართველოს ტერიტორიის, თითქმის, 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით; მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება”, – ამბობს პრაისი.