“14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არასოდეს აღსრულებულა აგრესორი რუსეთის მიერ. ნებისყოფის, მონდომების, სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, აიძულოს კრემლი უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს განმეორებით დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა მისი აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის”,

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რუსეთ-საქართველოს შორის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.