2013-14-ში კარგი ბიჭი იყავით,სადაც გნახეთ,ახლა საერთოდ გახვედით კონტროლიდან – ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

“2013-14-ში კარგი ბიჭი იყავით, მიხვდებით, სადაც გნახეთ – ახლა საერთოდ გახვედით კონტროლიდან”- – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას პლენარულ სხდომაზე.

„2013-14-ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, სადაც გნახეთ. მაშინ კარგი ბიჭი იყავით, რა გიპასუხოთ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ეს იაფფასიანი მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. რა არის ტყუილი? ჩემი ნათქვამი ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?!“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრები წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.