ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ცესკოს დაფინანსებამ ჯამში 448 724 600 ლარი შეადგინა, რომლის 44%, 199 015 500 ლარი საშუალოდ 500 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ 2020 წელს ცესკო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 72 569 700 ლარით დაფინანსდა დაკისრებული ფუნქციის უპრობლემოდ შესასრულებლად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებას გულისხმობდა.
მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებამ 2013-2019 წლებში 798 602 ლარი შეადგინა, საიდანაც 499 602 ლარი არის თანამდებობრივი სარგო,
195 871 დანამატი, 103 129 პრემია.
საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის საშუალო ხელფასი 17,000 ლარს შეადგენს. თამარ ჟვანია 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 2018 წლის 24 დეკემბერს ის ხელმეორედ აირჩიეს ამ პოსტზე.