2015-2019 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16.5 მლნ-ის ანაზღაურება გაიცა – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2015-2019 წლებში 16.5 მილიონის შრომის ანაზღაურება გაიცა, თუმცა საბჭო მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს.

2019 წელს, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი.

“26 მაისს საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები. არჩევნების ჩატარებით, საბჭომ უარყო შარლ მიშელის შეთანხმების, დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის საელჩოს მოთხოვნები. საბჭოს მიერ საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების მიუხედავად, 2015-2019 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურება”,- აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.