პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 17:59

ყოველდღიური არქივი: 15:11, 08-11-2020

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყო

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების აქცია იწყება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე სავსეა მანიფესტანტებით, გადაკეტილია გზაც. აქციას ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან. ცნობისთვის, ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს...

ქალაქი შუშა თავისუფალია სომხური ოკუპაციისგან – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს. "დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა თავისუფალია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" -...

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა. "მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და...

2007-ში 8 ნოემბერს დაგვარბიეს – ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქციის დღეს

დღეს ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს მასშტაბური აქციებით გააპროტესტებს, რომელიც როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩატარდება. ამის პარალელურად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლის 7–8 ნოემბრის...

12 ათასზე ნაკლები ადამიანის მობილიზებას ახერხებენ – კობახიძე ოპოზიციაზე

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ პარტიები 12...

ოცნება გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუსთაველზე ხალხის სიმრავლით ცვლის – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს რუსთაველზე მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი უნდა დაიცვას. მისი თქმით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხის სიმრავლით ცვლის. „დღევანდელი აქცია...

თუ გვინდა ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს უნდა გამოვიდეთ – ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, თუ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე უნდა გავიდნენ. ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1060 თბილისში გამოვლინდა, 461 აჭარაში

ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181,...

დღეს საქართველოში COVID-19-ით 34 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 475

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების  2 901 ახალი შემთხვევა, 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო...

საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო...