შაბათი, 20 აპრილი , 2024, 15:46

ყოველდღიური არქივი: 13:32, 23-09-2021

ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, მუქარა, იძულება – ISFED-ის ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ...

ეს იყო სერიოზული გაფრთხილება ოცნების მიმართ – ხოშტარია აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

"ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, საგანგაშო განცხადება. ამერიკის საელჩომ პირდაპირ ისაუბრა, რომ ამ ძალადობაში იკითხება პოლიტიკური მოტივი და ასეთი არჩევნები...

ქართული ოცნება მოემზადოს ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლისთვის – ხოშტარია

პარტია დროას ლიდერის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ცვლილებები მშვიდობიანად გაფორმდეს. ის ოცნებას მოუწოდებს, რომ ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც კი არ...

არანაირი დიპლომატიური სკანდალი კაცო – კალაძე ელჩის დაბარებაზე

"მე გუშინ გავაკეთე განცხადება და ვთქვი ჩემი მოსაზრება. შეგიძლიათ გუშინდელი განცხადებით ისარგებლოთ. არანაირი დიპლომატიური სკანდალი კაცო" ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ბრიუსელში საქართველოს ელჩის დაბარებაზე....

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციელს 12 წელი მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს, ყოფილ პოლიციელ ვანო ზანდარაშვილს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა...

ჰარვარდის უნივერსიტეტში ირაკლი ღარიბაშვილი ლექციას წაიკითხავს – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, პირველ ლექციას კი 2022 წლის თებერვალში ღარიბაშვილი წაიკითხავს. „ფაქტის ისტორიულობა ასევე...

დღეს ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. საუბარი სავარაუდოდ შეეხება სუს-დან გამოჟონილ ფაილებს, რომელშიც მათ შორის ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების...

COVID-19-ს ემსხვერპლა კიდევ 47 ადამიანი, დადასტურდა 1653 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი, 2 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში აიცრა მხოლოდ 12 948 ადამიანი.

ხომ არ გინდათ, ბანძუსტანის თაობა იყოთ? დაეხმარეთ ქვეყანას – სააკაშვილი ახალგაზრდებს

"გუშინ და დღეს დავდივარ სენატში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი მეუბნება, რომ ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ... არადა იმდენი...