2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი – ნიკა მელია

“2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი”- განაცხადა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

”საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და  ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა.” – აცხადებს ნიკა მელია.